ლიტვა რუსეთის საზღვართან კედლის აშენებას გეგმავს. ლიტვის პრემიერმინისტრის, საულიუს სკვერნელისის თქმით, ლიტვა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო, რუსეთის საზღვართან კედელს ააშენებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, კედელი 130 კილომეტრის სიგანის და 2 მეტრი სიმაღლის იქნება. მინისტრის თქმითვე, კედელი ლიტვის სასაღვრო სოფლებსა და კალინინგრადს შორის აშენდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ბალტიის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი თავდასხმის პოტენციურ სამიზნეებად მოიაზრებოდნენ.





