yahoo

Yahoo სახელს იცვლის, რებრენდინგის შემდეგ მას Altaba ერქმევა

Bloomberg

ამერიკულ საინფორმაციო გიგანტ Yahoo-ში უახლოეს თვეებში სრულმასშტაბიანი რებრენდინგია დაგეგმილი, კომპანიას სახელი შეეცვლება და ახალი მფლობელის - Verizion-ის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, Yahoo-ს ნაცვლად Altaba დაერქმევა.

Yahoo-ს $4.8 მილიარდად კომპანია Verizion ყიდულობს, გარიგების შემდეგ Yahoo-ს ყველა პროდუქტს, მათ შორის Yahoo Finance-სა და Yahoo Mail-ს Altaba ერქმევა.

Altaba-ს სახელი Amazon-ის ჩინური კონკურენტის, Alibaba-ს სახელს ჰგავს, რისი სავარაუდო მიზეზიც Yahoo-სა და Alibaba-ს შორის არსებული კავშირია. Yahoo Alibaba-ს 15%-იანი წილის მფლობელია.

იმის მიუხედავად, რომ Yahoo აშშ-ში პოპულარობით მესამე ვებგვერდია, კომპანიას ახალ ბაზრებზე დამკვიდრება გაუჭირდა. ეს განსაკუთრებით ევროპულ ბაზარს ეხება, სადაც 10-დან 9 ძიება Google-ის მეშვეობით ხდება, ელექტრონული ფოსტის მთავარი პროვაიდერი კი Google-ია. 

Yahoo-მ 2016 წლის მანძილზე თანამშრომელთა რაოდენობა 15%-ითაც შეამცირა, 2012 წლიდან მოყოლებული კი, კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარი გათავისუფლდა.

Yahoo-ს სერიოზული დარტყმა ჰაკერულმა სკანდალმა მიაყენა, 2016 წლის 15 დეკემბერს გაირკვა, რომ Yahoo-ს მილიარდზე მეტი ელექტრონული ფოსტა ჰაკერების შეტევის საგანი გამხდარა. 

კომპანიის ხელმძღვანელი მარისა მეიერი Verizion-თან გარიგების დასრულების შემდეგ კომპანიის დატოვებას გეგმავს.

Yahoo-ს შემადგენლობაშია ბლოგინგსაიტები - Tumblr-ი და Flickr-ი.

კომენტარები