იერუსალიმში ტერაქტი მოხდა. თავდამსხმელი სატვირთო მანქანით ქუჩაში სამხედროების ჯგუფს დაეჯახა და 4 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულია 3 ქალი და მამაკაცი, დაშავებულია მინიმუმ 13 ადამიანი.
თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.
პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის არაბული ნაწილიდან იყო.





