კრიმინალი

ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს

Getty Images

ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. რ2-ის ინფორმაციით, ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები