გიგი უგულავას საქმე

სააპელაციომ სასჯელაღსრულებას უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება უკვე გაუგზავნა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლოდან სასჯელაღსრულების სამინისტროში გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება უკვე გაგზავნილია - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს. სასჯელაღსრულების სამინისტრო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოაცხადებს, თუ როდის დატოვებს უგულავა საპატიმროს.

სააპელაციო სასამართლოში თბილსერვისის ეპიზოდის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველ ნაწილზე და სასჯელმა 1 წელი და 9 თვე შეადგინა.

თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, თბილისის ყოფილ მერს, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადვოკატის ინფორმაციით, სასჯელის ვადა 9 იანვარს გადის, თუმცა უქმე დღეების გამო უგულავა, სავარაუდოდ, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღესვე დატოვებს.

კომენტარები