თაღლითობა

თაღლითობა - დევნილს ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ფული გამოართვეს

შსს

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ჩ. ზუგდიდში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, თაღლითურად გამოართვა 2500 ლარი.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითურად მითვისებული თანხა - 2500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები