სახელმწიფო და ეკლესია

პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად სამთავრობო კომისია შეიქმნება

პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი კვირიკაშვილი

პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად სპეციალური სამთავრობო კომისია იქმნება - ამის შესახებ დღეს პრემიერმა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"პატრიარქის, როგორც მოღვაწის მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ეს დღე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ვქმნით კომისიას და ვფიქრობთ, ღირსეულად ჩავატაროთ ეს დღე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გამოყოფას აპირებს საქართველოს მთავრობა ილია მეორის დაბადების დღის აღსანიშნავად.

ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 2016 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 39 წელი გავიდა.

კომენტარები