ცნობილი ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ფიშერს გულის შეტევა რამდენიმე დღის წინ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე თვითმფრინავით მიმავალს მოუვიდა. ის ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, თუმცა დღეს ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
თუმცა, ფიშერის ოჯახმა ახლახანს გაავრცელა განცხადება, რომ ფიშერს გული დღეს დილით გაუჩერდა.
ფიშერი Star Wars-ის სერიებში პრინცესა ლეიას როლით იყო ცნობილი.