გაერთიანებული სამეფო

36 წლის შემდეგ პირველად ელისაბედ II საშობაო მსახურებას ვერ დაესწრება

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II, სანდრინგემის სასახლეში გამართულ ქრისტეშობის მსახურებაზე დასწრებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სააბატოს პრესსპიკერი ავრცელებს. პრესსპიკერის თქმით, დედოფალი ელისაბედ II გაციებულია და დაავადებას ებრძვის. 

მათივე ინფორმაციით, პრინც ფილიპიც გაციებულია, თუმცა შესაძლოა, მაინც დაესწროს მსახურებას. სამეფო კარის სხვა წევრები, ასევე, იქნებიან სანდრიგემში. 

1980 წლის შემდეგ ეს არის სანდრიგემში გამართული პირველი მსახურება, რომელიც დედოფალმა გამოტოვა. 

კომენტარები