რელიგია

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე სინოდმა წმინდანად შერაცხა

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე
ambebi.ge

დღევანდელ სინოდის სხდომაზე წმინდანად შეირაცხა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, ამის შესახებ სინოდის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განაცხადა.

კალისტრატე ცინცაძე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი 1932-1952 წლებში იყო.

სინოდის სხდომაზე ასევე წმინდანებად შეირაცხნენ მეფეები ბაგრატ მესამე და სოლომონ პირველი.

სინოდმა წმინდანად შერაცხა ორი იღუმენი - ნინო ამილახვარი, და თამარ მარჯანიშვილი.

 

კომენტარები