თხილი საქართელოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი გახდა, ამის შესახებ საქსტატის საგარეო ვაჭრობის 11 თვის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
2016 წლის იანვარ-ნეომბერში საქართველოდან სულ ექსპორტირებულია $167 მილიონის ღირებულების თხილი და კაკალი, რაც წინა წელთან შედარებით $3 მილიონით მეტია.
ექსპორტის ზრდა გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა გლობალურად თხილზე ფასების ვარდნა, რისი მიზეზიც თურქეთში თხილის რეკორდული მოსავალია.
საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული კი ასე გამოიყურება:
- სპილენძის მადნები - $287 მილიონი
- თხილი და კაკალი - $167 მილიონი
- ფეროშენადნობები - $153 მილიონი
- ავტოექსპორტი - $151 მილიონი
- ღვინოები - $103 მილიონი
- მედიკამენტები - $95 მილიონი
- სპირტიანი სასმელები - $82 მილიონი
- ოქრო - $77 მილიონი
- მინერალური წყლები- $72 მილიონი
- აზოტის სასუქები - $60 მილიონი
თხილმა საექსპორტო ათეულის ჩამონათვალში მეორე ადგილზე ფეროშენადნობები ჩაანაცვლა.