ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაციაზე EU-ის 3 უწყების ტრიალოგი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაიმართება

Rikard Jozwiak/Twitter

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის სამი უწყების ტრიალოგი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაიმართება. ამის შესახებ ბრიუსელში მომუშავე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი საუბრობს. თუ შეხვედრა შედგა, ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით უკანასკნელად იმსჯელებენ. 

რაც შეეხება უკრაინას, ჟურნალისტი ტვიტერზე წერს, რომ ტრიალოგი შეჩერების მექანიზმის ფორმალურად ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში იმსჯელებს.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტმა საქართველოსთვის ე.წ. შეჩერების მექანიზმს მხარი გუშინ დაუჭირა.

კომენტარები