უკრაინასა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის ბოლო ნაბიჯები დარჩა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი twitter-ზე ქართულ ენაზე წერს.
"შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია", - წერს დონალდ ტუსკი ქართულ და უკრაინულ ენებზე.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდა. კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



