კოლუმბიიას ქალაქ მედელინთან ახლოს თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 81 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 9 ეკიპაჟის წევრი. გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ 6 ადამიანია გადარჩენილი.
ჩარტერულ თვითმფრინავს საფეხბურთო გუნდი შაპოკოენსეს წევრები ბოლივიიდან მედელინში გადაჰყავდა, სადაც ხვალ გუნდს ატლეტიკო ნასიონალის წინააღმდეგ Copa Sudamerica-ს ფინალი უნდა ეთამაშა.
კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ თვითმფრინავის ელექტრო სისტემის გაუმართავობა იყო.
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ მომხდართან დაკავშირებით ყველა დაგეგმილი ღონისძიება შეაჩერა.