რუსთავი 2-ის საქმე

ხოშტარია: თქვენ დღეს გაქვთ ილუზია, რომ R2-ის დახურვით გაექცევით რეალურ პრობლემებს

ფარსია და სიყალბე, როდესაც ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს აბსტრაქტულ ინსტიტუციურ რეფორმებზე და საერთოდ არ ახსენდება რუსთავი 2, რომელიც მთავარი ფოკუსია ჩვენი მეგობრებისთვის გარეთ და შიგნით და მთელი ქვეყნის წუხილია. ფარსია და სიყალბე, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენ არც კი ახსენებთ კრიმინოგენურ ვითარებას, არ გახსენდებათ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ადამიანი დღისით, მზისით კალაშნიკოვით ჩაცხრილეს შუაგულ ვაკეში, წესიერი, პატიოსანი ადამიანი, არ გახსენდებათ ჯერ არდასაფლავებული ტრანსგენდერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ სიძულვილის და განსხვავებულობის გამო მოკლეს, ეს არის არაერთი დაჩაგრული ჯგუფი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ, არ გახსენდებათ და არ საუბრობთ ამაზე, იმიტომ, რომ თქვენ მიმართავთ ბიძინა ივანიშვილის და არა საზოგადოებას. მე ვიცი, რომ კრიმინალიც და სოციალური პრობლემებიც ყველა ქვეყანაში არის, მაგრამ ბატონო გიორგი, როცა ეს პრობლემები არსებობს, არ შეიძლება, რომ ჩვენ ვაყალბებდეთ და ვმალავდეთ სტატისტიკას, ტაშს ვუკრავდეთ ერთმანეთს და თვითკმაყოფილებაში ვიღვრებოდეთ აქ ერთმანეთის ქებაში... თქვენ დღეს გაქვთ ილუზია, რომ რუსთავი2-ის დახურვით გაექცევით რეალურ პრობლემებს, ვერ გაექცევით ბატონო გიორგი.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის" თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.

კომენტარები