ბოკერია: ხარჯების შემცირების ნაცვლად, მოსახლოებისთვის სესხების შეზღუდვას გეგმავთ

ოქროს მედალი აქვს დეპუტატ გაჩეჩილაძეს, რომელმაც დღეს იზრუნა და იღელვა იმაზე, რომ ლარი რომ ძალიან გამყარდება და მილიარდები შემოვა აი მერე როგორ იზამთო რომ გკითხათ და ამას თქვენ სერიოზულად გაეცით პასუხი. ბატონი ქუმსიშვილისგან მივიღეთ პასუხი, რომ გამოსავალი არის ადმინისტრაციული რესურსებით, იძულებითი დედოლარიზაციაა. თქვენ აპირებთ ეროვნულ ბანკზე ზეწოლას, რომ გაურთულოთ მოსახლეობას წვრილ და საშუალო მეწარმეებს დოლარში სესხების აღება და ესაა გამოსავალი? არა, ხელოვნური და ადმინისტრაციული დედოლარიზაცია კი არ არის გამოსავალი, გადასახადების დაწევა, რეგულაციების გაუქმება და ბიუროკრატიის შემცირებაა გამოსავალი, ეკონომიკური ზრდაა გამოსავალი, სხვა არაფერი და ბოლოს ერთ რამეში უნდა დავეთანხმო ბატონ გიორგის მან თქვა, რომ ეროვნული თანხმობა უნდა იყოს, სამოქალაქო თანხმობა უნდა იყოს არჩევნებს შემდეგ მოგებულსა და წაგებულს შორის ეს ასეა, ნორმალური დემოკრატია არის ასეთი, ვიღაც მოიგებს ვიღაც წააგებს მაგრამ ეგუება. მაგრამ ბატონო გიორგი, გააჩნია როგორ მოიგებ როცა ძალადობით და დაშინებით იგებ მაშინ თანხმობა სუსტდდება თუ არ ქრება და მეორე, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს, როცა ფული და მილიარდერი შენს უკან არის, როცა მთელ სასამართლო სისტემას თითქმის აკონტროლებ და როცა ერთადერთი არხი და მილიარდელის ხელში გადაიყვანო, რომელიც გაკრიტიკებს ეს სამოქალაქო თანხმობას კი არ უწყობს ხელს ეს უწყობს დიდ სამოქალაქო უთანხმოებას ხელს.

კომენტარები