ლარის გაუფასურება

ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.50 ლარი ღირს

ტაბულა

ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.502 ლარია, ეს მაჩვენებელი აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 1.7 თეთრით მეტია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 28 იანვარს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.499 ლარი ღირდა. 

დღესვე ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.65 ლარი ღირს.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, მისი თქმით, გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე არსებული აჟიოტაჟია.

"რა თქმა უნდა, [ლარის გაუფასურების] მიზეზები არის იმ აჟიოტაჟშიც, რომელიც ხელოვნურად იქმნება ხშირად ქვეყანაში, ახალი ამბებიდან არ ჩამოდის ეს თემა და ამის ხელოვნურად ხელშეწყობა ხდება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბრალი დავდო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს ლარის გაუფასურებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - მე მგონია, რომ ეს არის ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ეს ის საკითხია, სადაც მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს ამ საკითხის გადაჭრასთან მიმართულებით", - ამბობს კვირიკაშვილი.

კომენტარები