ევროკავშირი

ევროპარლამენტი EU-ის ქვეყნებს თავდაცვის სფეროში მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვით ხარჯებზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არა ნაკლებ 2%-ისა უნდა გამოყონ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს უნდა გახდეს თავდაცვითი კავშირის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ასევე, ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთობლივი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისა და საერთო ოპერაციების დასაგეგმად ერთიანი შტაბ-ბინის შექმნის ინიციატივითაც გამოდის. ევროპარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ სამხედრო პროექტის დასაფინანსებლად საჭიროა სპეციალური ფონდის დაარსება.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მზადყოფნას გამოთქვამენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ ანტიტერორისტულ კოალიციას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიონ და არ გამორიცხავენ, რომ ერაყში სასწავლო სამხედრო მისია განთავსდეს.

კომენტარები