დღეს, 14:00-ზე, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში დაასახელებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მომდევნო დღეების განმავლობაში, მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებზე მოუსმენენ. გარდა ამისა, გაიმართება მათი შეხვედრები უმცირესობასთან და უმრავლესობასთან. ამის შემდეგ ჩაინიშნება პლენარული სხდომა და გაიმართება კენჭისყრა.





