ერთადერთი დოკუმენტი ალბათ, რომელიც არ დახვეწილა, არის ათი მცნება. დანარჩენი ყველაფრის დახვეწა შეიძლება. კონსტიტუციის არსებული მოდელი პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, ბევრი თვალსაზრისით, არაკომფორტულია. ეს დოკუმენტი არ იწერებოდა პრეზიდენტისთვის. როდესაც ეს დოკუმენტი იწერებოდა და ვის მიერაც იწერებოდა, მოტივაცია იყო პრემიერმინისტრობა. შესაბამისად, თუ ვინმეს შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული ნაკლოვანებების განცდა, ბუნებრივია, ეს ვიქნებოდი მე. მაგრამ ასე არ არის, იმიტომ, რომ მე ვიღებ თამაშის წესებს. შეიძლება უკეთესი იყოს? ალბათ მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის კონსტიტუციის ერთი ძალის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგება. დასახვეწი გარკვეულწილად რაღაცა დეტალები არის, მაგრამ მთავარის ეს პროცესი წარიმართოს არა რომელიმე ძალის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ შევთავაზე მე საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რაც, სამწუხაროდ, იქნა უარყოფილი.
საქართველოს კონსტიტუცია
პრეზიდენტი კონსტიტუციაზე: ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც არ დახვეწილა, 10 მცნებაა
tbl.ge/20ry
დაკოპირდა

პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მთავარი" კონსტიტუციის შესახებ საუბრობს.
ამავე თემაზე
- ამ საკითხზე მსჯელობა არ წარიმართება – კობახიძე კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებაზე
- ტურავა: მჯერა, განვითარება გაგრძელდება კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებების შუქზე
- 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
- ზურაბიშვილი: ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები
- კობახიძე: ოპოზიციის იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის უაღრესად დაბალი




