გენერალური შტაბი

გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება

თავდაცვის სამინისტრო

გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება. ამ საკითხს ეროვნული უშიშროების საბჭო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

2013 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით, გენშტაბის უფროსი თანამდებობაზე 3 წლით ინიშნება. ეს ვადა, დებულების თანახმად, მინისტრის შუამდგომლობითა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, ერთი წლით გაგრძელდეს.

საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები