არჩევნები 2016

კახიძე კობახიძეს: ვიწრო ინტერესის გამო გადატრიალება დაგვაბრალეთ, რითიც შიში დათესეთ

ბატონო ირაკლი, როდესაც გადატრიალების შესახებ ბრალდება თქვენ პირველად გააჟღერეთ ეთერში არცერთი მტკიცებულება არ წარმოგიდგენიათ, მტკიცებულების გარეშე რაიმეს დაბრალება ეს არის პოლიტიკური რეპრესია, ეს ამის ნიშანია სწორედ. მტკიცებულების გარეშე დააბრალოთ პოლიტიკურ ოპონენტს გადატრიალება რომელიც არ მომხდარა, რომლის მცდელობაც არ ყოფილა, გამოდის რომ თქვენ რაღაც საფრთხეს აგვარიდეთ. შესაძლოა, ასეთი განცხადება როგორც პარტიულმა ფუნქციონერმა იმიტომ გააკეთეთ, რომ შიში დაგეთესათ, დაგეზაფრათ ადამიანები, გაგეღვივებინათ ნიჰილიზმი. შესაძლოა, ეს უფრო "მიზანშეწონილი" იყო საარჩევნო მიზნებისთვის თქვენი გადმოსახედიდან, მაგრამ ეს არის შეუფერებელი პარლამენტის თავმჯდომარისთვის.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე.

კომენტარები