დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე არის ბოლო მთავრობის სხდომა. მინდა, რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილო ის გასული ოთხი წელი, როდესაც ვიმუშავეთ, ვაკეთეთ საქმე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის და იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ამისთვის, მინდა, ყველა თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. განსაკუთრებით, მინდა გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო თვისობრივი ცვლილება.
tbl.ge/20bf
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ცნობისთვის, დღეს ამ შემადგენლობით საქართველოს მთავრობა ბოლო სხდომას მართავს. ხვალ მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება. ამის შემდეგ, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




