არჩევნები 2016

სააკაშვილი: ქართულ არჩევნებს ჩემს გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს

უკრაინაში ხალხი უკვე მეორედ მოტყუვდა, რადგან ორჯერ მოხდა რევოლუცია და მას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყოლია. აქ ძველი პოლიტიკური კლასი შენარჩუნდა, რამაც ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ უკრაინა არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ჩემთვის ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლებაში დარჩენა სრულიად უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ეს იქნებოდა პირადი კომფორტის ძიებაში სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. წასვლას აპრილში ვაპირებდი, შევკრიბეთ ჩვენი დიდი გუნდი და ყველა წასვლას ვაპირებდით, მაშინ პოროშენკომ თქვა, რომ ოღონდ არ წახვიდე და ყველაფერს გავაკეთებო. მაშინ ცოტა ხანი ვაცადეთ. ქართულ არჩევნებთან კი ჩემს გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს. მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი უკრაინელების თვალში და სხვა ასპექტები აქ არ არის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები