სავალდებულო სამხედრო სამსახური

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს

ტაბულა

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ ისაუბრა. მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული ფორმით აღდგება.

"წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. განახლებული სავალდებულო-სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის", - თქვა იზორიამ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ივნისში შეაჩერა.

კომენტარები