თბილისში, მოსკოვის გამზირზე დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა გაჩერებაზე მოსაცდელს დაეჯახა და მამაკაცი იმსხვერპლა. გარდა ამისა, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მძღოლი არ მიმალულა და ის გამოკითხვაზე იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის დროს დაზიანდა ბუნებრივი აირის მილიც, რომელიც დროულად გადაკეტეს.