არჩევნები 2016

ცესკო: წინასწარი მონაცემებით, 50-დან 47 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 50 მაჟორიტარული ოლქიდან 47-ში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, ორში (მთაწმინდის და მცხეთის ოლქები) - დამოუკიდებელი კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და ცეზარ ჩოჩელი, ხოლო ხაშურის ოლქში - მრეწველების კანდიდატი სიმონ ნოზაძე. ამ დროისთვის, უბნების უმეტესობა დათვლილია.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ოცნებას არჩევნების პირველი ტურის მონაცემებით, პარლამენტში 67 დეპუტატის შეყვანა შეუძლია. თუ მმართველმა ძალამ მეორე ტურებში 47 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა, ქართულ ოცნებას მეცხრე მოწვევის პარლამენტში 114 დეპუტატი ეყოლება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა.

50 მაჟორიტარული ოლქში მეორე ტურის შედეგებს დეტალურად გთავაზობთ:

მთაწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქი - სალომე ზურაბიშვილი (67.23%), ნიკოლოზ რურუა (ენმ) - 32.77%. (31 უბნიდან, დათვლილია 26 უბანი).

ვაკის N2 მაჟორიტარული ოლქი - ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნება) - 75.52%, ელენე ხოშტარია (ენმ) - 24.48%. (დათვლილია ყველა უბანი).

საბურთალოს N6 მაჟორიტარული ოლქი - ლევან გოგიჩაიშვილი (ქართული ოცნება) - 79.35%, სევდია უგრეხელიძე (ენმ) - 20.65% (32 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბნის მიხედვით).

კრწანისის N7 ოლქი - ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 72.48%, ირაკლი აბესაძე (ენმ) - 29.19%. (36 უბნიდან, დათვლილია 35 უბანი).

ისნის N8 ოლქი - ბექა აბუსერიძე (ქართული ოცნება) - 75%, გიორგი ონიანი (ენმ) - 25%. (დათვლილია ყველა უბანი).

ისნის N9 ოლქი - დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 75.03%, ბესიკ კვიციანი (ენმ) - 24.97%. (31 უბნიდან დათვლილია 28 უბანი).

ისნის N10 ოლქი - ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება) - 72.72%, ზაზა კედელაშვილი (ენმ) - 27.28%. (33 უბნიდან დათვლილია 33 უბანი).

სამგორის N11 ოლქი - გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) - 73.36%, ირაკლი ნადირაძე (ენმ) - 26.64%. (39 უბნიდან დათვლილია 39 უბანი).

სამგორის N12 ოლქი - მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) - 70.4%, დათო ჟღენტი (ენმ) - 29.6%. (34 უბნიდან დათვლილია 34 უბანი).

სამგორის N13 ოლქი - შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება) - 75.93%, გიორგი ხახნელიძე (ენმ) - 24.07%. (დათვლილია ყველა უბანი).

დიდუბის N15 ოლქი - ზაზა პაპუაშვილი (ქართული ოცნება) - 76.06%, დავით ნაფეტვარიძე (ენმ) - 23.94%. (34 უბნიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები).

დიდუბის N16 ოლქი - ივლიანე წულაია (ქართული ოცნება) - 76.7%, ირაკლი დვალი (ენმ) - 23.3%. (34 უბნიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები).

ნაძალადევის N17 ოლქი - სოფო კილაძე (ქართული ოცნება) - 77.53%, მურმან თხელიძე (ენმ) - 22.47%. (დათვლილია ყველა უბანი).

ნაძალადევის N18 ოლქი - მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) - 73.16%, მამუკა გუგეშაშვილი (ენმ) - 26.84% (დათვლილია ყველა უბანი).

ნაძალადევის N19 ოლქი - ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება) - 71.11%, ლერი დემეტრაშვილი (ენმ) - 28.89%. (33 უბნიდან დათვლილია 32).

გლდანის N20 ოლქი - კობა კობალაძე (ქართული ოცნება) - 71.68%, ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ენმ) - 28.32%. (დათვლილია ყველა უბანი).

გლდანის N21 ოლქი - ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 69.75%, სერგო რატიანი (ენმ) - 30.25%. (დათვლილია ყველა უბანი).

გლდანის N22 ოლქი - ლევან კობერიძე (ქართული ოცნება) - 73.01%, გიორგი ბარამიძე (ენმ) - 26.99%. (36 უბნიდან დათვლილია 35).

N23 საგარეჯოს ოლქი - რომან მუჩიაშვილი 79.18%, ზურაბ ჭიაბერაშვილი (ენმ) - 20.82%. (დათვლილია ყველა უბანი).

N24 გურჯაანის ოლქი - დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) - 78.43%, გიორგი ღვინიაშვილი (ენმ) - 21.57%. (51 უბნიდან დათვლილია 50).

N26 ოლქი (ლაგოდეხი-ყვარლის ნაწილი) გურამ მაჭარაშვილი - 75.65%, გურამ კაკალაშვილი - (ენმ) - 24.35%. (53 უბნიდან დათვლილია 52).

N27 - (თელავი, ყვარლის ნაწილი) - ირაკლი სესიაშვილი (69.46%) და გიორგი ბოტკოველი (ენმ) - 30.54%. (47-დან 47 უბანია დათვლილი).

N28 - (ახმეტა, თელავის ნაწილი) გელა სამხარაული (ქართული ოცნება) 73.75%, შაქრო ტერტერაშვილი (ენმ) - 26.25%. (დათვლილია 50-დან 49 უბანი).

N29 - რუსთავის ოლქი - პაატა მხეიძე (ოცნება) - 72.51%, მამუკა ჩიქოვანი (ენმ) - 27.49%. (დათვლილია 42-დან 40 უბანი).

N30 - რუსთავის ოლქი - გიორგი ბეგაძე (ოცნება) - 67.57%, დავით კირკიტაძე (ენმ) 32.43%. (42 უბნიდან 42-ია დათვლილი).

N36 მარნეულის ოლქი - თანაზ ნავერიანი (ოცნება) 71.64%. აკმამედ იმამკულიევი (ენმ) - 28.36%. (46 უბნიდან დათვლილია 42).

N37 მცხეთის ოლქი - დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება) - 49.64%, ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 50.36%. (45 უბნიდან დათვლილია 39).

N41 გორის ოლქი - იოსებ მაკრიხიძე (ოცნება) - 84.86%, ირაკლი ალასანია (თავისუფალი დემოკრატები) - 15.14% (41 უბნიდან დათვლილია 40 უბანი).

N42 გორის ოლქი - თენგიზი ხუბულური 73.38% (ოცნება), ბადრი ბასიშვილი (ენმ) - 26.62% (52 უბნიდან დათვლილია 49).

N43 ხაშურის ოლქი - სიმონ ნოზაძე (მრეწველები) - 61.55%, ქართული ოცნება ვალერი გელაშვილი - 38.45% (დათვლილია ყველა უბანი).

N44 ახალციხე-ადიგენის გაერთიანებული ოლქი - ვაჟა ჩიტაშვილი (ენმ) - 29.79% , გიორგი კოპაძე (ოცნება) 70.21%. (დათვლილია 53-დან 51 უბანი).

N47 ქუთაისის ოლქი - გენადი მარგველაშვილი 68.8% (ოცნება), გიორგი თევდორაძე (ენმ) - 31.2%. (დათვლილია 44 უბნიდან 40).

N48 ქუთაისის ოლქი - დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება) - 74.8%, აკაკი ბობოხიძე (ენმ) - 25.2%, (დათვლილია 41 უბნიდან 38)

N49 ქუთაისის ოლქი - კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება) - 67.37%, გიორგი წერეთელი (ენმ) - 32.63%. (43-დან 38 უბანია დათვლილი).

N51 (ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული ოლქი). კობა ლურსმანაშვილი (ოცნება) - 72.27% და გიორგი რობაქიძე (ენმ) - 27.43%. (დათვლილია 74-დან 72 უბანი).

N52 ზესტაფონის ოლქი. შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) - 78.63%, ბეჟან ბუცხრიკიძე (ენმ) - 21.37%. (დათვლილია ყველა უბანი).

N56 ჭიათურის ოლქი - სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) - 65.2%, თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) - 34.8%. (დათვლილია 58-დან 55 უბანი).

N 60 ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქი - ნინო წილოსანი (ქართული ოცნება) 74.77%, აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -25.33%. (78-დან 77 უბანი დათვლილია).

N 61 ფოთის ოლქი - ირაკლი ხახუბაია (ქართული ოცნება) - 75.53%, ბექა ბასილაია (ენმ) - 24.47% (დათვლილია ყველა უბანი).

N 63 სენაკის ოლქი - ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) - 75.19%, კობა ნაყოფია (ენმ) - 24.81% (47 უბნიდან დათვლილია 43).

N 64-ე ოლქი (ხობი, ზუგდიდის 7 სოფელი) - ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) 70.7%, მამუკა ჭოხონელიძე (ენმ) - 29.3% (47 უბნიდან დათვლილიაა 46 უბანი).

N65 ზუგდიდის ოლქი - მერაბ ქვარაია (ოცნება) - 70.59%, ლევან კონჯარია (ენმ) - 29.41%. (43 უბნიდან მონაცემები დათვლილია 40 უბნის მიხედვით).

N66 ზუგდიდის ოლქი - ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება) - 71.46%, სანდრა რულოვსი (ენმ) - 28.54%. (49 უბნიდან მონაცემები დათვლილია 45 უბნის მიხედვით)..

N67 ზუგდიდის ოლქი - გოგა გულორდავა (ოცნება) - 68.64%, ლევან ქარდავა (ენმ) - 31.36%. (55 უბნიდან მონაცემები დათვლილია 54 უბნის მიხედვით).

N68 ბათუმის ოლქი - ფატი ხალვაში (ქართული ოცნება) 67.34% და მირდატ ქამადაძე (ენმ) - 32.66%. (41 უბნიდან მონაცემები დათვლილია 25 უბნის მიხედვით).

N69 ბათუმის ოლქი - ლევან ბეჟანიძე (ქართული ოცნება) - 68.85% და გიორგი კირთაძე (ენმ) - 31.15%. (სულ 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 22 უბნის მიხედვით).

N70 ბათუმის ოლქი - მუხრან ვახტანგაძე (ქართული ოცნება) - 71.19% და თეიმურაზ დუმბაძე (ენმ) - 28.81%. (40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 37 უბნის მიხედვით).

N71 ქობულეთის მაჟორიტარული ოლქი - კობა ნაკაიძე (ქართული ოცნება) - 40.14%, ჯანსუღ ჯინჭარაძე (ენმ) - 24.8%. (48 უბნიდან დათვლილია 25 უბანი).

N72 ხელვაჩაურის ოლქი - ილია ნაკაშიძე (ოცნება) 72.06%, მიშა ბოლქვაძე (ენმ) - 27.94%. (50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 47 უბნის მიხედვით).

 

კომენტარები