არჩევნები 2016

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალ, 09:00-ზე გახდება ცნობილი

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ხვალ, 09:00-ზე გახდება ცნობილი. ამასთან, ცესკო აღნიშნავს, რომ მათ საიტზე შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში აიტვირთება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უკვე დაიწყო.

არჩევნების მეორე ტური 50 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. აქტივობა 37.5% იყო, რაც ჯამში, 929 265 ამომრჩეველია.

კომენტარები