არჩევნები 2016

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დასრულდა

ტაბულა

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საქართველოს 50 საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიას 8 საათის შემდეგ უფლება აქვს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს მხოლოდ იმ ამომრჩეველს, რომელიც ამ დროისთვის რიგში დგას.

კენჭისყრის დასრულების და უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის წევრები წინასწარ განსაზღვრულ პროცედურებს განახორციელებენ და ხმების დათვლას დაიწყებენ.

მეორე ტურში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს.

კომენტარები