განმეორებითი არჩევნები

ბოკერია მარნეულზე: რომ არა ძალადობა, იმამყულიევი უკვე გამარჯვებული იქნებოდა

ჩვენ ყველაფერი გვინდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ამ სოფელში თავისუფლად დააფიქსირონ თავიანთი თავისუფალი ნება და გამოიყენონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება. მთავარი პრობლემა, მთელ საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით ამ სოფელში, ივანიშვილის რეჟიმის ეს ინსტრუმენტია - დაშინება, ძალადობა , მუქარა. აქ იყო მცდელობა არჩევნების გაყალბების და ამიტომ ჩაიშალა არჩვენები და ამას მოჰყვა სამწუხაროდ ინციდენტი, სადაც ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ სადამსჯელო ოპერაცია სპცრაზმის გამოყენებით. მოსამართლემ 6 ახალგზარდას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ისე, არც კი ჩათვალა საჭიროდ, რომ შეემოწმებინა მტკიცებულებები არსებობს თუ არა, და ვინ მართლა არღვევდა კანონს და ვინ პირიქით ცდილობდა ძალადობის შეჩერებას. გასაგებია ეს რისთვისაც გაკეთდა, გასაგებია კონტრასტი სხვა ძალადობრივ შემთხვევბთან შედარებით, როდესაც იქ არანაირი სპეცრაზმი არ გამოუყენებიათ და საერთოდ 1 ადამიანია დაკავებული მხოლოდ. მთავარი გზავნილი ამ სოფლისთვის იყო, რომ თუ აქ ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია მოიგებს - ამ ახალგაზრდების ბედი იქნება მძიმე და თუ ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. ეს ძალადობა, რომ არა დღეს აქ არჩევნები დამთავრებული იქნებოდა და ახმედ იმამყულიევი იქნებოდა გამარჯვებული.

ერთიანი ნაციონლაური მოძრაობის ლიდერი გიგა ბოკერია, მარნეულში მიმდინარე არჩევნების შესახებ.

კომენტარები