არჩევნები 2016

ჟორჟოლიანი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვაზე: დემოკრატიას ეწინააღმდეგებიან

ეს 50 ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დასაბამიდან. თვითონ ეს კამპანია არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი კამპანია. სისულელეა, ხალხს მიუთითო, რომ შენ რა არჩევანიც გინდა, ის არ გააკეთო. ე.ი. ესენი არიან დემოკრატიის მოწინააღმდეგეები. ანუ ხალხის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები.

ქართული ოცნების წევრი გია ჟორჟოლიანი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვაზე დასავლური პოლიტიკური პარტიების მისამართით, რომ მათ მოეწოდებინათ საკუთარი ამომრჩევლისთვის, მეორე ტურში მხარი დაეჭირათ ქართული ოცნების ოპონენტისთვის.

კომენტარები