არჩევნები 2016

კობახიძე სამოქალაქო საზოგადოების მიმართვაზე: ალბათ, ენმ-ის ოფისში დაწერეს

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პარტიებისადმი მიმართვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისშია დაწერილი. როგორც ცნობილია, სამოქალაქო საზოგადოების წევრები დასავლურ პარტიებს მოუწოდებდნენ, საკუთარი ამომრჩევლისთვის მიემართათ, ქართული ოცნების ოპონენტისთვის დაეჭირათ მხარი, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ პოლიტიკური ძალას არ ჰქონოდა.

"ეს არის მეორე ტურისთვის ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ნაწილი. სამოქალაქო საზოგადოების ამ ნაწილს განვიხილავ, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრთას. მგონია, რომ საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ოფისშია დაწერილი ეს განცხადება", - თქვა კობახიძემ.

კომენტარები