უსაფრთხოების წესის დარღვევა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

Getty Images

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები