არჩევნები 2016

ვაშაძე: არ ვაპირებ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას, ამის აზრს ვერ ვხედავ

საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შემდგარი ფაქტია თითქმის და აქედან გამომდინარე, ეს საფრთხეა ქვეყნისთვის და ქართული ოცნებისთვისაც. თუმცა, ნამდვილად არ ვაპირებ ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერას იმიტომ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ. დღევანდელმა ლიდერებმა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა ქართულ ოცნებას.

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე სამოქალაქო საზოგადოების მიმართვაზე, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ.

კომენტარები