არჩევნები 2016

ვოლსკი: სამოქალაქო საზოგადოების განცხადების მიზანი ენმ-ის მხარდაჭერაა

სამოქალაქო საზოგადოების განცხადების მთავარი მიზანი არის ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირონ მხარი. მეორე ტურში ძალების მობილიზაციას ითვალისწინებს ეს განცხადება და არა იმ საშიშროებას, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მთელ მსოფლიოს დაანახა - აიღოს ძალაუფლება და გამოიყენოს იმისთვის, რომ კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე. ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდება. პასუხისმგებელი ვარ იმ პერიოდზე, სადაც ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში.

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი სამოქალაქო საზოგადოების მიმართვაზე, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ.

კომენტარები