ამ ეტაპზე ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მავნე საერთო პერსპექტივისთვის და ამ ბრძოლის მომავლისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან სერიოზული ბრძოლის ახალ ეტაპზე, იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ნებისმიერი დაანონსებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილება, ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას, გულის მოფხანვას და ამ ყველაფრით სინამდვილეში ხელისუფლების გაძლიერებას. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ გულის მოფხანვას, არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს. ჩვენს გეგმებს წარმოგიდგებთ უახლოეს დღეებში, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, გამოვიყენებთ ყველა კანონიერ პოლიტიკურ მეთოდს. კანონიერი პოლიტიკური მეთოდები მოიცავს როგორც საპროტესტო აქციებს, ასეევე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას და უცხოეთში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ მეთოდს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ამომრჩეველთან, იმ ნახევარ მილიონ ადამიანთან ერთად, ვინც ხმა მოგვცა, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული. ბრძოლა გრძელდება და კონკრეტიკას მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც წესის მიხედვით, პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.
tbl.ge/1xvb
დაკოპირდა

ენმ-ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე საგანგებო ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




