არჩევნები 2016

კაპანაძე: მნიშვნელოვანია, ვიყოთ მშვიდად და კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედოთ

ნაციონალურ მოძრაობას ხმა მისცა თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა. მიუხედავად იმ ყველა ზეწოლისა, უკანონობისა, მოსყიდვისა თუ მანიპულაციისა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ამ არჩევნების მოსაგებად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მშვიდად და კონსტიტუციის ფარგლებში, დემოკრატიული წესებით ვიმოქმედოთ როგორც პარტიის შიგნით, ისე ზოგადად. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. ჩემთვის ეს ნიშნავს მომხრეების გამხნევებას, საზოგადოებისთვის ახსნას, რომ მეორე ტურებში არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი, და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას, მათ შორის, პარლამენტის შიგნით. ამ დღეებში ენმ გადაწყვეტს თავის სამოქმედო გეგმას და ყველას გაცნობებთ, აქაც და ოფიციალურადაც. და ამ გეგმაში ნამდვილად იქნება გათვალისწინებული, როგორც პარტიის ლიდერების, ისე, პირველ რიგში, აქტივისტების, მხარდამჭერების და რეგიონული ლიდერების და შტაბების აზრი. ენმ არ არის ერთი ან ორი ადამიანის პარტია - მას ნდობა გამოუცხადა 500.000-ზე მეტმა მხარდამჭერმა და კეთილი ვინებოთ ყველამ და ამ მხარდამჭერების აზრი გავითვალისწინოთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძე.

კომენტარები