არჩევნები 2016

ბურჯანაძე: ჩვენი მომხრეები გაფრთხილებული იყვნენ, რომ არ ეპასუხათ ეგზიტპოლისთვის

მე მაქვს ინფორმაცია ადგილებიდან და ვიცი ძალიან კარგად, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ხმა მივიღეთ, რომელსაც აუცილებლად დავიცავთ და ეს ძალიან მალე გამოჩნდება. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომლითაც მუდმივად მანიპულირება ხდება საქართველოში, ეს არაფერს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ტელევიზიებშიც კი 30% რჩება პასუხგაუცემელი. გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად იცით, ჩვენი მომხრეები იყვნენ გაფრთხილებული. არც ერთ ჩვენ მომხრეს არ გაუცია პასუხი ეგზიტპოლების შეკითხვისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით და ვიცით, როგორი მანიპულირება ხდება ეგზიტპოლების მიერ. ასე რომ, ნებისმიერი პროცენტი, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოგვიცხადონ, ძალიან გასაოცარი იქნება იმიტომ, რომ არც ერთ ჩვენ მომხრეს პასუხი არ უნდა გაეცა და არც გაუცია ეგზიტპოლების მიერ დასმულ კითხვებზე.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეგზიტპოლების პირველად შედეგებზე.

კომენტარები