საარჩევნო ინციდენტი

იმამკულიევი: ოცნებამ იზრუნა, რომ მარნეულში არჩევნები მშვიდად არ ჩატარდეს

interpressnews.ge

"ქართულმა ოცნებამ დღეს იზრუნა, რომ მარნეულში არჩევნები არ ჩატარდეს მშვიდად და გაყალბდეს არჩევნები. ეს ყველაფერი ეკისრება ქართულ ოცნებას, ბატონ კვირიკაშვილს და მუნიციპალიტეტში მყოფ სუს-ის უფროსს, ბატონ ილია ძმანაშვილს", - ეს განცხადება მარნეულში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, აჰმედ იმამკულიევმა გააკეთა.

"ჩვენ მივდივართ ჩვენს ოფისთან და ერთად დავიცავთ ჩვენს ხმებს. ჩვენ საქართველოში გვინდა სიმშვიდე, მშვიდ გარემოში გაკეთებული არჩევანი. მოსახლეობას უნდა, რომ გააკეთოს თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში, მაგრამ ქართულმა ოცნებამ დღეს იზრუნა, რომ მარნეულში არჩევნები არ ჩატარდეს მშვიდად და გაყალბდეს არჩევნები. ეს ყველაფერი ეკისრება ქართულ ოცნებას, ბატონ კვირიკაშვილს და მუნიციპალიტეტში მყოფ სუს-ის უფროსს, ბატონ ილია ძმანაშვილს, რადგან ისინი დღეს აყალბებდნენ მთელი მარნეულის მასშტაბით ხმებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დღეს კვირიკაშვილმა აღიაროს ქართული ოცნების კანდიდატის მარცხი მარნეულში. მარნეულში მოიგო თავისუფალმა ხალხმა, ეს არჩევნები მოვიგე მე და მოიგო ჩემმა გუნდმა", - განაცხადა იმამკულიევმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში საარჩევნო ინციდენტთან დაკავშირებით სპეცრაზმია მობილიზებული.

მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეთა ჯგუფები საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობდა და ხელკეტებს იყენებდა.

კომენტარები