არჩევნები 2016

ზუგდიდში უბნის თავმჯდომარეს კაბინაში 10-მდე შემოუხაზავი ბიულეტენი დახვდა

ტაბულა

ტაბულას კორესპონდენტის ინფორმაციით, ზუგდიდში 30-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე როდესაც შევიდა კაბინაში ხმის მისაცემად, უბნის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი 10-მდე შემოუხაზავი ბიულეტენი დახვდა. აღნიშნული ბიულეტენები გაუქმდა.

თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შემთხვევა ე.წ. სომხურ კარუსელს დაუკავშირეს. [სომხური კარუსელია, როდესაც ამომრჩევლებს აძლევენ შემოხაზულ ბიულეტენს, უბნიდან კი გამოაქვთ იქ მიცემული ცარიელი ბიულეტენები] მათი თქმით, არსებობს რისკი, რომ გარკვეული რაოდენობის ცარიელი ბიულეტენი ამომრჩევლებმა კაბინაში არ დატოვეს და გაიტანეს. მათ უბნის დახურვა მოითხოვეს.


ფოტო: ტაბულა

კომენტარები