არჩევნები 2016

ზუგდიდის #18 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა

ზუგდიდის #18 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა თემურ მარკოზიამ საარჩევნო უბნიდან ოცნების კომისიის წევრი გამოიყვანა. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა დავით ქანთარიამ მას მიუთითა, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია. ამის შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა დაიწყო, რამაც საბოლოოდ საარჩვნო უბანზეც გადაინაცვლა.

 

ტაბულას ინფორმაციით, ამჟამად უბანზე სიმშვიდეა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე დილიდან ფიქსირდება დარღვევები, ხმის მიცემის პროცესიც დანიშნულზე გვიან დაიწყო.

კომენტარები