არჩევნები 2016

წულუკიანი: წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა საოცარი თავისუფლების ხარისხით

წინასაარჩევნო კამპანია, რაც ჩვენ შევაფასეთ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, 2012 წელთან შედარებით, გამოირჩეოდა საოცარი თავისუფლების ხარისხით, ძალიან ბევრი კონკურენტუნარიანი პარტიის ერთმანეთთან შეჯიბრით, იყო მწვავე დებატებიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ეს საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანია იყო ყველაზე თავისუფალი, ყველაზე მთავრობის მხრიდან ხელშეწყობილი ყველა პარტიის სასარგებლოდ. პრობლემები, რა თქმა უნდა, გამოიკვეთა. თუნდაც ის, რომ მუნიციპალიტეტები ვერ აძლევენ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს სათანადო სივრცეს იმისთვის, რომ ყველამ თავისი სააგიტაციო მასალა განათავსოს ისე, რომ მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს. რეალურად ვიხილეთ პლაკატების ომი. იყო 7 სისხლის სამართლის საქმე ცემის ფაქტზე, დამნაშავეს დაადგენს სასამართლო.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნებთან დაკავშირებით.

კომენტარები