გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბაქრაძე: მთავრობის წასვლა პოლიტიკური გემოვნების კი არა, უსაფრთხოების საკითხია

იმ ფაქტით, რომელიც ვიხილეთ, გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომ უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება მშვიდობიანად 4 დღეში. ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა ქვეყანაში, სადაც ადამიანებს დღისით ცხრილავენ შუა ქუჩაში, ესვრიან იარაღს, აფეთქებენ მანქანებში. ამიტომ, ამ ხელისუფლების დამთავრება 4 დღეში აღარ გახლავთ პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ჩვენი მომავალი უსაფრთხოების და გადარჩენის საკითხი თითოეული მოქალაქისთვის. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაზარალებულებს, უნდა გვესმოდეს, რომ ის ადამიანები ხიფათში ჩააგდო დღევანდელი ხელისუფლების მიერ შექმნილმა გარემომ. 

ენმ-ის ლიდერი დავით ბაქრაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობას რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გამოეხმაურა

კომენტარები