არჩევნები 2016

წყნეთში ელენე ხოშტარიას საარჩევნო ბანერი დააზიანეს

ელენე ხოშტარიას ბანერი
წყნეთში, ვაკის რაიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას საარჩევნო ბანერი, 2 ოქტომბრის საღამოს შეღებეს. ხოშტარიამ ტაბულას განუცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნებს აგებს, ამომრჩეველს კი დახეული და შეღებილი პლაკატების გარდა ვერაფერს სთავაზობს. 

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერაფერს თავაზობს ამომრჩეველს გარდა დახეული პლაკატებისა, ლანძღვისა და ნეგატივისა. ეს მხოლოდ მათ სისუსტეზე მიანიშნებს.
 
ჩვენ მშვიდად მოვიგებთ ამ არჩევნებს და კიდე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ისტორიას ჩავაბარებთ იმ ეპოქას, როცა არჩევნები დაკავშირებულია ძალადობასთან, დაშინებასთან და პლაკატების ხევასთან", - განუცხადა ტაბულას ხოშტარიამ.

კომენტარები