არჩევნები 2016

მოძრაობამ „ანგარიში ივანიშვილს" სამთვიანი მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა

საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ანგარიში ივანიშვილს" სამთვიანი მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მომხდარ ორასამდე მძიმე სახის დანაშაულზე, მათ შორის მკვლელობებსა და ხელისუფლების მიერ მტერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე. 

ანგარიშში თავმოყრილი საქმეები მოძრაობაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს. მათი თქმით, ანგარიშს პირველ ოქტომბერს ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს გადასცემენ. ასევე შეიქმნა ვებგვერდიც, სადაც აღნიშნულ საქმეებზე ინფორმაცია განთავსდება.

ამასთან, მოძრაობის წევრები საქმეების პროკურატურისთვის გადაგზავნას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მათი თქმით, საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

კომენტარები