არჩევნები 2016

პრემიერი ენმ-ზე: რას იფაფხურებენ, ვერაფერს ვერ მიაღწევენ

ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის მხარდაჭერა მათ არ აქვთ. ხალხს სჭირდება დღეს სტაბილურობა, მშვიდობა და ნათელი განვითარების პერსპექტივა, რომელსაც ქართული ოცნება იძლევა. რას იფაფხურებენ, ვერაფერს ვერ მიაღწევს ვერავინ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, რომ ჩაატაროს მშვიდობიანი, ევროპული სტანდარტის, გამჭვირვალე არჩევნები და ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, რეალური მცდელობების მიუხედავად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის. ასე, რომ ყველანი მშვიდად ვიყოთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, საქართველო, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და საქართველოში აუცილებლად იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, არავის არ შეეპაროს ამაში ეჭვი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები