არჩევნები 2016

ივანიშვილის ვიზიტის პარალელურად ლეიბორისტულმა პარტიამ თელავში აქცია გამართა

ტაბულა

თელავში, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის პარალელურად ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონულმა წარმომადგენლებმა თელავის თეატრთან საპროტექტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და ყურძენზე დაწესებულ ფასს - 80 თეთრს აპროტესტებდნენ. აქციის მიმდინარეობის დროს ქართული ოცნების კახეთის რეგიონულმა წარმომადგენლებმა პროტესტის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თელავის თეატრის შენობაში კახეთში მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდა.

კომენტარები