შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს

მე არ შევეცდებოდი, რომ გამეყო, ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს, ფავორიტები არა, საყვარელი მინისტრები მყავს ძალიან ბევრი. ნახეთ, როგორ მუშაობს თუ გინდ ქუმსიშვილი, თუ გინდ - სერგეენკო, თუ გინდ კალაძე, თუ გინდ... დამრჩება ბევრი ჩამოუთვლელი და ნაწყენები დამრჩებიან, თეა წულუკიანი... რამდენიც გნებავთ, იმდენია, რომლებიც იცავენ პირველ რიგში, სტანდარტებს, შემდგომ, მინისტრებს შორის გრადაცია შეიძლება, გააკეთო - მენეჯმენტით და პროფესიონალიზმით, მაგრამ სტანდარტებს ყველა იცავს. სოზარ სუბარი... რამდენსაც გინდათ, იმდენს დავასახელებ და ახალი მინისტრებიც ძალიან ეფექტურები არიან. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები