არჩევნები 2016

ლეიბორისტულმა პარტიამ გორსა და კასპში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტულმა პარტიამ გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ქალაქ გორიდან კენჭს იყრის ვლადიმერ სავანელი. "მისი სახით საქართველო და გორი მიიღებს უწესიერეს, თავის სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსს", - ამბობს ნათელაშვილი.

ხოლო კასპში კენჭს იყრის "ზვიად გამსახურდიას ერთგული მიმდევარი, ზურაბ ქოსაშვილი".

"ბევრი მდიდარი ქვეყანაში, არცერთი მილიონერი პოლიტიკაში", - თქვა ნათელაშვილმა.

კომენტარები