ფარული ჩანაწერები

პრეზიდენტი ფარულ ჩანაწერებზე: ამ სიბინძურის ავტორები ვერ ბედავენ თავის თავი აჩვენონ

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას და პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებას ამაზრზენ ფაქტად აფასებს. პრეზიდენტს ასევე არ სჯერა, რომ უცხოური საიტი, რომელმაც ჩანაწერი გამოაქვეყნა არ იყო ამ ჩანაწერის ავტორი, არამედ მის უკან იდგეგნ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის გამჟღავნების ეშინიათ.

"ამ სიბინძურის ავტორები ვერც ბედავენ თავის თავი აჩვენონ, არამედ რაღაცნაირად დამალულად სხვა და სხვა წყაროებით ავრცელებენ და ამით საზოგადოებაზე ცდილობენ ზეწოლას ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავვერთიანდეთ", - ტელეკომპანია პირველთან საუბარში თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი იმ პირებს, ვინც მსგავსი ჩანაწერების შინაარსის შეფასებაში შედიან.

"ადამიანი, რომელიც ამ ჩანაწერით რამე აპელირებას გააკეთებ და იტყვი, აი ნახეთ თურმე რას ამბობენ და სად გამოჩნდა სიმართლე, შენ არ ხარ მორალურად ღირსი, რომ ამომრჩეველი გენდოს. ადამიანები, რომლებიც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ იმას კი არ ამბობენ, რომ მე ამას არ განვიხილავ, არამედ ჩადიან დეტალებში, სხდებიან დებატებზე და საზოგადოებას უზიარებენ ამ ჩანაწრებეიდან გამომდინარე რაღაც დასკვნებს არიან ამორალურები. პოლიტიკოსები, რომლებიც განიხილავენ ფარულ ჩანაწერებს და აკეთებენ დასკვნებს ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნებიან საზოგადეობისთვის ვერც მაგალითი და ვერც მხარდაჭერის ობიექტი", - ამბობს პრეზიდენტი.

ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც აქტიურად დაიწყო ამ ჩანაწერის შინაარსის განხილვა ყოფილი უფლებადამცველი და ქართული ოცნების ათეულის წევრი თამარ ჩუგოშვილი იყო.

 

კომენტარები